საქართველომ მოლდოვა დაამარცხა - გოლი მეკარემაც გაიტანა | ფუტსალი [ვიდეო]

ლატვიის ქალაქ იელგავაში, ანატოლი პონომარიოვის სახელობის ტურნირზე, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პირველ მატჩი ჩაატარა და მოლდოვის ნაკრებს 6:2 სძლია.

საქართველოს ნაკრების ექვსი გოლიდან, ხუთი ნატურალიზებული ბრაზილიელების ანგარიშზეა. როდრიგო სანტოსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა,
ჟენსონ ჟუნიორმა – დუბლი, ხოლო ბოლო გოლი მეტოქის კარში, ჩვენი გუნდის გამოცდილმა მეკარემ, ზვიად კუპატაძემ გაიტანა. 36-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მეკარემ, მეტოქის შეტევისას ბურთი ხელში აიღო და პირდაპირ კარში დაარტყა (ვიდეო 1:35:00-იდან). აღსანიშნავია, რომ კუპატაძეს მეტოქის კარში გოლი ნაკრებშიც გაუტანია და ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზეც.

ხვალ ჩვენი ნაკრები ტურნირის მასპინძელ ლატვიას შეხვდება. ეს თამაშები საქართველოს ეროვნული გუნდისთვის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთის მზადების ბოლო ეტაპია.