საქართველომ კოსოვოც დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა | ფუტსალი
საქართველომ კოსოვოც დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა | ფუტსალი
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი რაუნდის მესამე ტურში კოსოვო დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
თბილისის ახალი სპორტის სასახლეში გამართულ მატჩში ავთანდილ ასათიანის გუნდს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა. საქართველოს ნაკრებმა კოსოვოსთანაც დამაჯერებლად ითამაშა და 6:1 გაიმარჯვა. თავი გამოიჩინეს არჩილ სებისკვერაძემ (3), სიმი საიოტმა, ნიკსა კურტანიძემ, თალესმა.
„ფ“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ავსტრია გერმანიას დაუპირისპირდა და დამარცხდა 3:4. საქართველო „ფ“ ჯგუფში ცხრა ქულით პირველ ადგილზე გავიდა (9 ქულა), მეორეზე (6 ქულა) გერმანია გავიდა, მესამეზე – კოსოვო (3 ქულა), ხოლო ბოლო ადგილი ავსტრიამ (0 ქულა) დაიკავა.

დატოვე კომენტარი