საქართველომ იმდენივე გაიტანა, რაც დანარჩენმა სამმა ნაკრებმა ერთად

01:24, 20.11.2018

ანდორის ნაკრებმა ლატვიას უმასპინძლა და მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს. აღნიშნულ შეხვედრაში უგოლო ფრე დაფიქსირდა – 0:0. ამით ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის პირველი ჯგუფის შეხვედრები დასრულდა და საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.

„ჯვაროსნებს“ ამ დივიზიონის ოთხივე ჯგუფში საუკეთესო შედეგი აქვთ, რაც საქართველოს ნახევარფინალის სახლში მასპინძლობის უფლებას აძლევს.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებმა იმდენივე გოლი გაიტანა, რაც დანარჩენმა სამმა ნაკრებმა ერთად.

ჯგუფის საბოლოო ცხრილი ასე გამოიყურება –

1 ჯგუფი 
თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
საქართველო 6 5 1 0 12:2 16
ყაზახეთი 6 1 3 2 8:7 6
ლატვია 6 0 4 2 2:6 4
ანდორა 6 0 4 2 2:9 4

მსგავსი