საქართველომ ევროტურნირებზე ოთხგუნდიანი კვოტა დაიბრუნა #1TVSPORT
შვედურ „მიალბისთან“ კონფერენსლიგის მეორე ტურში ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრით „იბერიამ“ ქართულ საკლუბო ფეხბურთს ევროტურნირებზე ოთხი გუნდით გამოსვლის უფლება დაუბრუნა.
ბოლო წლების უკუსვლის გამო საქართველო უეფა-ს საკლუბო რეიტინგში 53-ე პოზიციაზე იყო დაქვეითებული. სწორედ ამის შედეგია ის, რომ უეფა-ს ტურნირებზე 2027 წელს მხოლოდ სამ გუნდს გამოვიყვანთ. რეიტინგი ბოლო 5 სეზონის შედეგებს ითვალისწინებს (მოგება – 0,250 ქულა, ფრე – 0,125 ქულა).
„მიალბისთან“ მატჩამდე, თანაბარი ქულების მიუხედავად, ჩრდილოეთ ირლანდია (6,625) დამატებითი მაჩვენებლებით გვისწრებდა. თუმცა შვედეთის ჩემპიონთან ფრემ ქვეყნის ყულაბას დამატებით 0,125 ქულა შემატა, რითაც ჩვენი მაჩვენებელი 6,750 გახდა და ლაივცხრილში 50-ე ადგილზე გადავინაცვლეთ. შედეგად, 2028 წლიდან საქართველო ევროტურნირებზე ოთხი გუნდით იქნება წარმოდგენილი.
-
საქართველო – 6,750
-
ჩრდილოეთ ირლანდია – 6,625
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გამოსვლით საქართველომ 2,000 ქულა დააგროვა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2019-20 წლების სეზონში დაფიქსირდა – 2,250 ქულა.