საქართველომ აზერბაიჯანი დაამარცხა
საქართველომ აზერბაიჯანი დაამარცხა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე საქართველოს 15-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა მეორე თამაში წარმატებით დაასრულა.

პირველი შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილებმა მასპინძლებთან გამართეს და 0:1 დამარცხდნენ. ამჯერად, საქართველოს მეტოქე აზერბაიჯანი იყო და უმცროსმა ”ჯვაროსნებმა” 2:1 მოიგეს. თავი თევდორე თელიამ და გიორგი გოჩიაშვილმა გამოიჩინეს.

საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ხარატიშვილი, ვაზაგაშვილი, ზოსიაშვილი, კვაშილავა, გულიაშვილი, ფერცულიანი, ონიანი (გოჩიაშვილი), თურაზაშვილი (თელია), ო. მამაგეიშვილი (გ. მამაგეიშვილი), გვიშიანი, ავალიანი.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთის თურქეთის ორი ნაკრები დაუპირისპირდა, 15 და 14-წლამდელები და უფროსებმა 4:1 გაიმარჯვეს.

ორი ტურის შემდეგ თურქეთი 15-წლამდელები 6 ქულით ლიდერობენ. მეორეზე 3 ქულით საქართველოა, ხოლო 1-1 ქულით აზერბაიჯანი და თურქების 14-წლამდელები მესამე-მეოთხეზე არიან. ბოლო ტურში საქართველო თურქების 14-წლამდელებს შეხვდება.