საქართველომ 22-წლამდე ვაჟ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები 22-წლამდე ფრენბურთელ ვაჟთა შორის. მატჩები რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი მატჩიდან ორი დამაჯერებლად მოიგო – ირლანდია 3:0 დაამარცხა, შემდეგ ლუქსემბურგს 3:1 სძლია. პირველ ტურში კი საფრანგეთთან 0:3 დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატზე ყოველი ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო ორი მეორეადგილოსანი გადიოდა. ჩვენი ჯგუფიდან ფინალური ეტაპის საგზური საფრანგეთმა მოიპოვა, ხოლო საქართველო მეორეადგილოსანთა საერთო კლასიფიკაციაში მეოთხე იყო და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ძალიან ცოტა დააკლდა.