საქართველოდან სომხეთში - ელვინ ტერა „საბურთალოდან“ „არარატში“ გადავიდა #1TVSPORT
საქართველოდან სომხეთში - ელვინ ტერა „საბურთალოდან“ „არარატში“ გადავიდა #1TVSPORT

ელვინ ტერა, რომელმაც მცირე ხნის წინ „საბურთალო“ დატოვა, კარიერას „არარატ-არმენიაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სომხეთის საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.

არარატ-არმენიას“ ცნობით, 24 წლის კენიელ საყრდენ ნახევარმცველთან კონტრაქტი გაფორმდა და მან გუნდის ფორმა ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო.

ელვიტ ტერასა და „საბურთალოს“ ურთიერთობა მცირე ხნის წინ დასრულდა. აფრიკელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა და სომხურ კლუბში თამაში ამჯობინა.

კენიელი ნახევარმცველი „საბურთალოში“ ექვსი წელი თამაშობდა და კლუბის ყველა წარმატების მონაწილე იყო. მან „საბურთალოს“ ფორმით ბოლო ოფიციალური მატჩი წყალტუბოს „სამგურალთან“ გამართა და კლუბს დაემშვიდობა.

24 წლის კენიელი ფეხბურთელი „საბურთალოში“ 2015 წლიდან ირიცხებოდა. საყრდენმა ნახევარმცველმა 154 ჩატარებულ მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო. საინტერესოა, რომ ელვინ ტერას მსგავსად, ერთ ქართულ გუნდში ასე ხანგრძლივად არც ერთ ლეგიონერს არ უთამაშია.