საქართველო ზამთრის თასის ნახევარფინალშია (ვიდეო)
საქართველო ზამთრის თასის ნახევარფინალშია (ვიდეო)

საქართველოს ნაკრები ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ზამთრის თასის ლეგენდათა ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრები ფიფას გუნდს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ლევან კობიაშვილი და კახა კალაძე არ თამაშობდნენ. შეხვედრა თავიდან მძიმედ მიმდინარეობდა და ტაიმის ბოლოს ფიფა დაწინაურდა 2:3. ორივე გოლი ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზე იყო.

მეორე ტაიმში ოთარ მარცვალაძემ წონასწორობა აღადგინა, მერე დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ საქართველომ უპირატესობა მოიპოვა, ერთიც ალეკო ამისულაშვილმა გაიტანა და საქართველო 5:3 მოიგო.

ამ გამარჯვებით და 100 პროცენტიანი შედეგით საქართველო ნახევარფინალში გავიდა, სადაც 17:40 საათზე შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულს, თურქეთს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში უკრაინა უეფას გუნდს დაუპირისპირდება.