საქართველო ყაზახეთის შეხვედრაზე დასწრების რეკორდი დამყარდა | ერთა ლიგა
საქართველო ყაზახეთის შეხვედრაზე დასწრების რეკორდი დამყარდა | ერთა ლიგა

საქართველოს და ყაზახეთის ნაკრებებს შორის თბილისში გამართულ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, 52 214 მაყურებელი დაესწრო და აღნიშნული შედეგი უეფას ერთა ლიგის B, C და D დივიზიონებში საუკეთესო აღმოჩნდა.

გულშემატკივართა დასწრების მხრივ ყველა დივიზიონის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება –

1. (А) ინგლისი – ესპანეთი 81 392
2. (A) საფრანგეთი – გერმანია 80 783
3. (A) ინგლისი – ხორვატია 78221
4. (А) საფრანგეთი – ჰოლანდია 76 452
5. (A) იტალია – პორტუგალია 73000
6.(А) გერმანია – საფრანგეთი 67 485
7. (А) პორტუგალია – იტალია 52 635
8. (А) ჰოლანდია – გერმანია 52 536
9. (D) საქართველო – ყაზახეთი 52 214
10. (А) ესპანეთი – ინგლისი 50 335

წყარო – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია