საქართველო ყაზახეთის შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა | ერთა ლიგა [ვიდეო]
საქართველო ყაზახეთის შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა | ერთა ლიგა [ვიდეო]

„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო ყაზახეთს მასპინძლობს.

დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, „ჯვაროსებმა“ ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს და მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ, ანგარიშით 0-0 დასრულდა.

პირველი 45 წუთის მანძილზე ყახაზების თერთმეტეული დაცვაში იდგა და კონტრ შეტევებზე თამაშს ცდილობდა, მასპინძლები კი დიდი ძალებით უტევდნენ. კვლავ გამორჩეული იყო ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მაყურებელს თავი ეფექტური მომენტებით დაამახსოვრა.

შეხვედრის მეორე ტაიმი რამდენიმე წუთში დაიწყება.