საქართველო VS მონტენეგრო - თბილისის თასის ფინალი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველო VS მონტენეგრო - თბილისის თასის ფინალი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, 18:50 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის თასის ფინალში მონტენეგროს დაუპირისპირდება. პირპირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.

ამ გუნდებმა ნახევარფინალში აზიური ნაკრებები დაამარცხეს: საქართველომ – იორდანია (86:69), მონტენეგრომ ირანი (81:66).

ირანი და იორდანია მესამე ადგილისთვის მატჩს 16:05 საათზე ითამაშებენ, ხოლო საქართველო და მონტენეგრო ფინალში ერთმანეთის წინაშე 18:50 საათზე წარდგებიან.

ექსიუგოსლავიურ ნაკრებთან „ჯვაროსნებს“ სამი მატჩი აქვთ ჩატარებული. ბოლო – 2022 წლის ევრობასკეტზე, თბილისში. მაშინ ჩვენს მეტოქეს NBA-ელი ნიკოლა ვუჩევიჩი არ ეხმარებოდა. წლეულს კი ის თბილისშია და ირანთან მატჩის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წინა წელთან შედარებით უკეთესი გუნდია.

თუმცა, 2022 წლის ევრობასკეტის შემდეგ საქართველოს ნაკრებიც გაძლიერდა, დაუბრუნდა თორნიკე შენგელია, რომელიც, შესაძლოა, იმაზე მეტია გუნდისთვის, რაც ვუჩევიჩი მონტენეგროსთვის.

ჩვენი დღევანდელი მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. მასაც საინტერესო ჯგუფი შეხვდა: ლიეტუვა, მექსიკა, ეგვიპტე.

ისტორიაში თავისთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო F ჯგუფშია კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელის ნაკრებებთან ერთად. ჩვენი ჯგუფის მატჩებს იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს.

 

ურთიერთშეხვედრები

საქართველო-მონტენეგრო         1:2

90:84 – ეს ანგარიში ქართველ გულშემატკივარს დიდი ხანი ემახსოვრება. მონტენეგროში ამ მოგებით ჩვენმა გუნდმა შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევრობასკეტი 2017-ის საგზური მოიპოვა.

გემახსოვრებათ ვიქტორ სანიკიძის თითქმის ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანიც. ესეც მონტენეგროსთან იყო.

 

ევრობასკეტი 2017

შესარჩევი

07.09.2016. თბილისი

საქართველო-მონტენეგრო     74:76

25:19, 17:21, 12:22, 20:14

საქართველო: დიქსონი (13ქ, 4პ), ა. ბოისა, ფაჩულია (22ქ, 9მ), ცინცაძე (6ქ, 7პ), შერმადინი (4ქ), სანაძე (6ქ), სანიკიძე (10ქ, 10მ), ბურჯანაძე, შენგელია (13ქ, 9მ).

 

ევრობასკეტი 2017

შესარჩევი

07.09.2016. ბარი

მონტენეგრო-საქართველო     84:90

18:26, 23:19, 21:19, 22:26

საქართველო: დიქსონი (31ქ, 6მ), ფაჩულია (21ქ, 13მ, 5პ), ცინცაძე (13ქ, 7პ), შერმადინი (4ქ), სანაძე (5ქ), სანიკიძე (14ქ, 7მ), ბურჯანაძე (2ქ), ბექაური, ა. ბოისა, ლეჟავა.

 

ევრობასკეტი 2022

07.09.22 თბილისი

საქართველო-მონტენეგრო 73:81

19:21, 16:20, 17:17, 21:23

საქართველო: ანდრონიკაშვილი (22წთ, 4ქ, 4მ, 2პ), მამუკელაშვილი (30წთ, 15ქ, 10მ), ჯინწარაძე (5წთ, 2ქ), ცინცაძე (3წთ, 2ქ), შერმადინი (31წთ, 14ქ, 9მ, 2პ, 2ჩ, 3დ), სანაძე (33წთ, 14ქ, 1მ, 2პ, 1ჩ), ბერიშვილი (1წთ, 3ქ), ბოქოლიშვილი (14წთ), მაკფადენი (35წთ, 16ქ, 1მ, 4პ), ბითაძე (27წთ, 5ქ, 9მ, 4პ, 2დ)