საქართველო VS ბულგარეთი | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა თქვენი გემოვნებით #1TVSPORT
საქართველო VS ბულგარეთი | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა თქვენი გემოვნებით #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგა 2022-ის მეოთხე შეხვედრას 12 ივნისს გამართავს. მატჩი თბილისში 20:00 საათზე დაიწყება, რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

იმის გათვალისწინებით, რომ მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი შემადგენლობაში ხშირ როტაციას მიმართავს, რთულია, გამოიცნო, ბულგარეთთან ძირითადში ვის დააყენებს.

გთავაზობთ ინტერაქციულ მოედანს, რომელზეც თავად შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენთვის სასურველი ფეხბურთელი. გამოსცადეთ საკუთარი თავი, დაიმახსოვრეთ თქვენი შემადგენლობა და შეადარეთ ვილი სანიოლის ვერსიას, რომელსაც ის უშუალოდ მატჩის წინ გამოაქვეყნებს.