საქართველო უეფა-ს სპეციალური ჯილდოს მფლობელია
საქართველო უეფა-ს სპეციალური ჯილდოს მფლობელია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფა-მ წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციაში სპეციალური პრიზი გადასცა. 2018/2019 წლის საფეხბურთო სეზონში, ფეარ პლეის რეიტინგში, საქართველოს წინა სეზონთან შედარებით, მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს მნიშვნელოვანი ჯილდო უკვე მეორედ მიიღო და პირველად 2016/17 წლებში დაჯილდოვდა.

უეფა-ს წესების თანახმად, გათვალისწინებულია, ფეარ პლეის შეფასება, რომელიც საქართველომ უეფა-ს ეგიდით გამართულ როგორც საკლუბო, ისევე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მატჩებზე მიიღო.

შეფასება დამოკიდებულია უეფა-ს ფეარ პლეის ანგარიშზე, რომელსაც თითოეული შეხვედრის შემდეგ, უეფა-ს მატჩის დელეგატი მსაჯებთან და დამკვირვებლებთან კონსულტაციის შედეგად ადგენს.

ფეარ პლეის მთავარი ჯილდო მიმდინარე სეზონში ფინეთს გადაეცა. ქცევით გამორჩეული გულშემატკივრის ჯილდოს მფლობელი კი ფარერის კუნძულები გახდა. სამივე ქვეყნის ფედერაცია, უეფა-სგან ჯილდოს სახით ფულად პრემიას მიიღებს.