საქართველო სლოვაკეთის წინააღმდეგ - ქალთა ნაკრები მესამე მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველო სლოვაკეთის წინააღმდეგ - ქალთა ნაკრები მესამე მატჩს გამართავს #1TVSPORT

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები წლის მესამე ოფიციალურ შეხვედრას დღეს გამართავს – გიორგი ჩხაიძის გუნდი სლოვაკეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრაზე სლოვაკეთის ქალაქ პოპრადში ჩვენი ეროვნული ნაკრები 22 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები:

თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი, საქართველო)

მცველები:

ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), ნინო გურიელიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ია ალელიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი, საქართველო)

ნახევარმცველები:

თეონა თოდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), მარიამ ჯანიკაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), სალომი დიმოპულო (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო)

თავდამსხმელები:

ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი, საქართველო)

მატჩი სლოვაკეთსა და საქართველოს შორის, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. დღესვე, „ა“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ფინეთი ირლანდიას დაუპირისპირდება.