საქართველო - შვეიცარიის დაპირისპირების პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა | ევრო 2020
საქართველო - შვეიცარიის დაპირისპირების პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა | ევრო 2020

საქართველოს ნაკრებისთვის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშები დღეს დაიწყო. საქართველო-შვეიცარიის დაპირისპირება თბილისის „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს და თამაშის პირველი ტაიმი უკვე დასრულდა.

შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები ფლობდნენ მცირე უპირატესობას, თუმცა ქართველი მცველები მეტოქის შეტევის მოგერიებას ახერხებდნენ. განსაკუთრებით სახიფათო როდრიგესის საჯარიმო დარტყმა გამოდგა, რომელიც ასხლეტის შემდეგ მასპინძელთა კარს მცირე მანძილით ასცდა. რამდენიმე ეფექტური კონტრ იერიში „ჯვაროსნებსაც“ ჰქონდათ. 43-ე წუთზე საქართველოს სახიფათო იერიში ყაზაიშვილის კარისკენ დარტყმით დასრულდა, თუმცა ზომერი ადგილზე იყო.

დაპირისპირების მეორე ტაიმი რამდენიმე წუთში დაიწყება.