საქართველო საბერძნეთთან დამარცხდა | მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი [ვიდეო]

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა შეხვედრაში საქართველო საბერძნეთს ირაკლიონში ესტუმრა.

მატჩის პირველ ნახევარში მასპინძლები დომინირებდნენ და 44-31 მოიგეს. ქართველი კალათბურთელებმა მეორე მეოთხედში სხვაობა ორ ქულამდეც შეამცირეს, თუმცა შემდეგ კვლავ შეცდომების დაშვება დაიწყეს და მეტოქეს კვლავ წინ გასვლის საშუალება მისცეს. საგულისხმოა ისიც, რომ სტუმრებმა ხუთი საჯარიმო სროლის ჩაგდება ვერ მოახერხეს.

ტაიმის დასრულებამდე მცირე დრო რჩებოდა, როდესაც ბერძნები ცხრა ქულით იყვნენ წინ, თუმცა ბოლო წამებზე ქართველმა კალათბურთელებმა ზედიზედ ორი შეცდომა დაუშვეს და მეტოქეს ტაიმის 13 ქულიანი უპირატესობით დასრულების საშუალება მისცეს.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა იდეალურად დაიწყეს, ზედიზედ ორი სამქულიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდეს და 20 ქულით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და ჩამორჩენა 13 ქულამდე შეამცირა. გამორჩეული იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც სამ მეოთხედში 24 ქულა მოაგროვა. მესამე მეოთხედის ბოლო წუთებზე სტუმრები კვლავ მოდუნდნენ და ბერძნებმა პერიოდი 15 ქულიანი უპირატესობით – 66-51 მოიგეს.

მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა მოუმატა და სამ ქულიანი ტყორცნებით ანგარიშში სხვაობა შეამცირა. პერიოდის სტარტზე სტუმრებმა მასპინძლებს ორის წილ 12 ქულა ჩაუგდეს. მასპინძლები გამოფხიზლდნენ და კვლავ უკეთ ათამაშდნენ. შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ბერძნებმა კვლავ 13 ქულით დაწინაურდნენ – 81-68. საბოლოო ჯამში ბერძნებმა შეხვედრა 81:69 მოიგეს.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 38 წუთში 26 ქულას, 15 მოხსნას და სამ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა 24 თებერვალს, 19:00 საათზე, ესტონეთის წინააღმდეგ, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.