საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება #1TVSPORT
საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება #1TVSPORT

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრაზე ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება.

სფფ-ის ცნობით, ბილეთების ყიდვა ხვალ, 12:00 საათიდან მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, TKT.ge-ზე იქნება შესაძლებელი. თითოეული მომხმარებელი მხოლოდ 4 ბილეთის შეძენას შეძლებს. ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია.

სფფ-მ ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვისაც გაავრცელა – ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.