საქართველო-საბერძნეთი | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა თქვენი გემოვნებით #1TVSPORT
საქართველო-საბერძნეთი | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა თქვენი გემოვნებით #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, 9 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. შეხვედრა 22 საათზე დაიწყება და რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სექტემბრის მატჩების შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდნენ კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი, ლობჟანიძე… ყველა პოზიციაზე იმდენი საინტერესო ფეხბურთელია, სასტარტო თერთმეტეულის შერჩევა იოლი არ იქნება.

გთავაზობთ ინტერაქციულ მოედანს, რომელზეც თავად შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენთვის სასურველი ფეხბურთელი. გამოსცადეთ საკუთარი თავი, დაიმახსოვრეთ თქვენი შემადგენლობა და შეადარეთ ვილი სანიოლის ვერსიას, რომელსაც ის უშუალოდ მატჩის წინ გამოაქვეყნებს.