საქართველო-საბერძნეთი საქართველოს პირველ არხზე | წყალბურთი
საქართველო-საბერძნეთი საქართველოს პირველ არხზე | წყალბურთი

წყალბურთში მსოფლიო ლიგის მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

რევაზ ჩომახიძის გუნდი საბერძნეთის ძლიერ ნაკრებს თბილისის საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკზე“ უმასპინძლებს.

ჩვენს ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე ახალგაზრდა წყალბურთელს მიეცემა, ხოლო ვატო დადვანს ნაკრებში დებიუტი ექნება.

ტრავმის გამო გუნდს ანდრია ბითაძე ვერ დაეხმარება.

საქართველო-საბერძნეთის მატჩი დღეს, 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.