საქართველო-რუსეთის შეხვედრა  ფუტსალში უმაყურებლოდ გაიმართება - მატჩს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ
საქართველო-რუსეთის შეხვედრა ფუტსალში უმაყურებლოდ გაიმართება - მატჩს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2 თებერვალს, თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში რუსეთს უმასპინძლებს. ამ მატჩთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა.

„საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2 თებერვალს თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში რუსეთს უმასპინძლებს. ეს წლის პირველი ოფიციალური თამაშია. პირველი მატჩი საფრანგეთთან გასვლაზე 4:4 დავასრულეთ, რაც ამ რთულ ჯგუფში საკმაოდ კარგი შედეგია. მეორეზე გასული, ფაქტობრივად, ევროპის ჩემპიონატზე გავა. სამწუხაროდ, ეს მატჩიც მაყურებლის გარეშე გაიმართება“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

2 თებერვალს საქართველოსა და რუსეთის ფუტსალის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 18 საათიდან შემოგთავაზებთ.