საქართველო პორტუგალიასთან 11-ქულიანი სხვაობით დამარცხდა | ოცწლამდელთა ევრობასკეტი
საქართველო პორტუგალიასთან 11-ქულიანი სხვაობით დამარცხდა | ოცწლამდელთა ევრობასკეტი

საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები ევრობასკეტის „ბ“ დივიზიონის მეოთხედფინალურ ეტაპზე მასპინძელ პორტუგალიას დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 85:96 დათმო.

ახალგაზრდა ქართველებს უპირატესობა მხოლოდ პირველ მეოთხედში ჰქონდათ, რის შემდეგაც მასპინძლებმა მოუმატეს და დარჩენილი სამი პერიოდი მცირე სხვაობით მოიგეს. პორტუგალიის რიგებში საუკეთესო ნეემიას კეიტა იყო, რომელმაც 26 ქულა, 14 მოხსნა და ექვსი გადაცემა დააგროვა. საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებში თავი რატი ანდრონიკაშვილმა გამოიჩინა – 21 ქულა, ექვსი მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის „ა“ დივიზიონის საგზურს ვეღარ მოიპოვებს და ასპარეზობას მეხუთე-მერვე ადგილებისთვის აგრძელებს.