საქართველო ნატო-ს საგარეო მინისტერიალის სესიაზე შავი ზღვის უსაფრთხოების განხილვაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო ნატო-ს საგარეო მინისტერიალის სესიაზე შავი ზღვის უსაფრთხოების განხილვაში მიიღებს მონაწილეობას

ნატო-ს საგარეო მინისტერიალის სესიაზე შავი ზღვის უსაფრთხოების განხილვაში საქართველო და უკრაინა მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მინისტერიალზე ასევე იმსჯელებენ ალიანსის განგრძობად მხარდაჭერაზე ორივე პარტნიორის მიმართ.

ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას ტელეკონფერენციის რეჟიმში გამართავენ. ნატო-ს საგარეო მინისტერიალი დღეს იწყება და 2 დეკემბერს დასრულდება. მინისტერიალის პირველ დღეს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო შეიკრიბება, დღის ბოლოს კი, ნატო-ს გენერალური მდივანი ონლაინ პრესკონფერენციას გამართავს.

რაც შეეხება 2 დეკემბრის დღის წესრიგს, საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე ჩრდილო ატლანტიკური საბჭო ტელეკონფერენციის საშუალებით აზია-წყნარი ოკეანეთის და ევროკავშირის პარტნიორებთან გამართავს შეხვედრას, რის შემდეგაც ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო კონსულტაციებს კიდევ ერთხელ გამართავს. მინისტერიალზე განხილვის მთავარი თემები ნატო-ს ადაპტაცია, რუსეთის სამხედრო სფეროს განვითარება, ჩინეთის ზრდა და ნატო-ს ავღანეთის საწვრთნელი მისია იქნება.