საქართველო-კოსოვო პირველ არხზე | ფუტსალი
საქართველო-კოსოვო პირველ არხზე | ფუტსალი
დღეს, პირველ თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი რაუნდის მესამე ტურის შეხვედრას გამართავს.
ორი ტურის შემდეგ, საქართველო ექვსი ქულით დაწინაურდა და ჯგუფის ლიდერია. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილ„ფ“ ჯგუფის მესამე შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე კოსოვო იქნება. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნის.
საქართველოსა და კოსოვოს შეხვედრა 22:00 დაიწყება. თბილისის ახალი სპორტის სასახლიდან მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
პირველი თებერვალი
გერმანია – ავსტრია 19:00
საქართველო – კოსოვო 22:00