საქართველო-კორეას მატჩს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ
საქართველო-კორეას მატჩს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ

სამხრეთ კორეული სააგენტო „იონჰაპის“ (yna.co.kr) გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოფიციალურად დაუდასტურეს – საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამხრეთ კორეის ეროვნულ გუნდს ამხანაგურ მატში დაუპირისპირდება.

საქართველოს პირველმა არხმა თამაშის ტელე რეპორტაჟზე უეფასგან ოფიციალური დასტური მიიღო – მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ჩვენი არხი შემოგთავაზებთ. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

შეხვედრა 5 სექტემბერს, სტამბოლში დაიგეგმა. საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში უახლოეს შეხვედრას 8 სექტემბერს თბილისში, დანიასთან გამართავს. ამ მატჩამდე კი ვაისის გუნდს მსგავსი სპარინგი აუცილებლად წაადგება.