საქართველო ჯგუფში გალიდერდა - ლატვიამ ანდორა ვერ დაამარცხა
საქართველო ჯგუფში გალიდერდა - ლატვიამ ანდორა ვერ დაამარცხა

ლატვიის საფეხბურთო ნაკრებმა ანდორას უმასპინძლა და ვერ დაამარცხა – რიგის „დაუგავას“ სტადიონზე გამართულმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 0:0.

ლატვია და ანდორა ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის პირველ ჯგუფში საქართველოს მეტოქეები არიან. ამდენად, პირველი ტურის შემდეგ საქართველო სამი ქულით ჯგუფში გალიდერდა, ლატვია და ანდორა 1-1 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ, უქულოდ ბოლოზე ყაზახეთია, რომელსაც გათამაშების დაწყებამდე, საქართველოსთან ერთად, ჯგუფის ფავორიტად თვლიდნენ.

„დ“ დივიზიონის პირველ ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები 9 და 10 სექტემბერს გაიმართება. თბილისში საქართველოს ნაკრები „დინამო-არენაზე“ ლატვიას 9 სექტემბერს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ანდორა სახლში ყაზახეთს მიიღებს.

 

დატოვე კომენტარი