საქართველო ინდოეთს დაუზავდა | მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში

18:45, 05.03.2019

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჭადრაკში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს პირველი ტურის პარტია საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულმა გუნდმა ინდოეთის ნაკრებთან ყაიმით, ანგარიშით 2:2 დაასრულა.

ეიშა კარავადე ½:½ ბელა ხოტენაშვილი
მერი არაბიძე 0:1 სუმია სვამინატანი
რუტ პადმინი 0:1 ნინო ბაციაშვილი
სოლომე მელია ½:½ ბახტი კულკარნი

​საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ასტანაში მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობს.

მსგავსი