საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველზეა
საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველზეა

ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, პირველი ფინალური დღის შემდეგ, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, 58 ქულით პირველ ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიოს ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, დღეს კი ჩვენს ნაკრებს კიდევ ოთხი მედლის მოპოვების შანსი აქვს. რამაზ ზოიძე (72 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) ფინალში არიან და ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ, გიორგი მელია (97 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს, დავით ჩხარტიშვილი (60 კგ)  ბრინჯაოსთვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებს. ფინალური ბლოკი 20.00 საათზე დაიწყება.