საქართველო ევრო 2023-ის მატჩებს თბილისში ითამაშებს - ფინალური ეტაპის მეტოქეები 18 ოქტომბერს გაირკვევა #1TVSPORT
საქართველო ევრო 2023-ის მატჩებს თბილისში ითამაშებს - ფინალური ეტაპის მეტოქეები 18 ოქტომბერს გაირკვევა #1TVSPORT

2023 წლის ახალგაზრდული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა 18 ოქტომბერს ბუქარესტში გაიმართება. ფინალური ეტაპზე 16 გუნდი გავიდა, რომლებიც 4 ჯგუფად დაიყოფიან.

ევრო 2023-ის ფინალურ ტურნირზე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები მასპინძლის სტატუსით ითამაშებენ – მათ დაემატებიან 9 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულები, საკვალიფიკაციოში საუკეთესო მეორეადგილოსანი და პლეიოფის ოთხი გამარჯვებული, რომელიც 27 სექტემბერს დასრულდება. მონაწილეები დაიყოფიან 4-4 გუნდიან 4 ჯგუფად. პლეიოფში ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები გავა. ფინალური ტურნირი 2023 წლის ივნის-ივლისში გაიმართება.

ფინალური ტურნირის გათამაშების პროცედურა

ტურნირის მასპინძლები საქართველო და რუმინეთი (შესაბამისად) A და B ჯგუფებში წინასწარ პირველ პოზიციებზე განთავსდებიან. მონაწილეები ოთხ კალათაში ახალგაზრდული ნაკრების რეიტინგის მიხედვით დაიყოფიან.

კალათა 1

ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია (მოქმედი ჩემპიონი), საფრანგეთი

კალათა 2

ნიდერლანდები, ინგლისი, იტალია, რუმინეთი (მასპინძელი, პოზიცია B1)

კალათა 3

ხორვატია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი

კალათა 4

უკრაინა, ნორვეგია, ისრაელი, საქართველო

საქართველოს ავტომატურად მიენიჭა A1 პოზიცია, ხოლო რუმინეთს – B1. შესაბამისად, ჩვენს და რუმინელების ჯგუფში მეორე და მეოთხე კალათის სხვა გუნდების რიგი რომ მოვა, A და B ჯგუფები ვერ მოხვდებიან.

ევრო 2023-ის მასპინძელი სტადიონები

საქართველო:

ბათუმი, „ბათუმი არენა“: C ჯგუფის 3 მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი

ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა”: C ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, „მიხეილ მესხი“: A ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, „ბორის პაიჭაძე“: A ჯგუფის 3 მატჩი (საქართველოს ნაკრების მონაწილეობით)

რუმინეთი

ბუქარესტი, გულეშტი: B ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი

ბუქარესტი, სტიაუა: 3 მატჩი B ჯგუფში (რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით), ნახევარფინალი.

კლუჟ-ნაპოკა, CFR: D ჯგუფის 3 მატჩი

კლუჟ-ნაპოკა, კლუჟ არენა: D ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი

წინასწარი კალენდარი

ჯგუფი A / ჯგუფი B: 21, 24, 27 ივნისი

ჯგუფი C / ჯგუფი D: 22, 25, 28 ივნისი

მეოთხედფინალი: 1 და 2 ივლისი

ნახევარფინალი: 5 ივლისი

ფინალი: 8 ივლისი

პლეიოფის ბადე

მეოთხედფინალი 1: A ჯგუფის გამარჯვებული – C ჯგუფის მეორეადგილოსნები

მეოთხედფინალი 2: C ჯგუფის გამარჯვებული – A ჯგუფის მეორეადგილოსნები

მეოთხედფინალი 3: B ჯგუფის გამარჯვებული – D ჯგუფის მეორეადგილოსნები

მეოთხედფინალი 4: D ჯგუფის გამარჯვებული – B ჯგუფის მეორეადგილოსნები

ნახევარფინალი 1: 1 მეოთხედფინალის გამარჯვებული – 2 მეოთხედფინალის გამარჯვებული

ნახევარფინალი 2: 3 მეოთხედფინალის გამარჯვებული – 4 მეოთხედფინალის გამარჯვებული

2024 წლის ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაცია

საფრანგეთის გარდა, რომელიც 2024 წელს პარიზში მასპინძლის როლში ითამაშებს, მომავალ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ევროპა კიდევ სამ ევროპულ გუნდს წარადგენს – უეფა-ს ახალგაზრდული ევრო 2023-ის სამ საუკეთესო ნაკრებს, ფრანგების გამოკლებით.