საქართველო-ესპანეთის საკალათბურთო მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT
საქართველო-ესპანეთის საკალათბურთო მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ფანჯარაში ესპანეთის ნაკრებს 4 ივლისს დაუპირისპირდება. მატჩი , „თბილისი არენაზე“ (მის: უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენის“ კარი 18:00 საათიდან გაიხსნება.

 

არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები

გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი იქნება დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) 4 შესასვლელი და ყველა მაყურებელმა უნდა ისარგებლოს ბილეთზე დატანილი შესასვლელით.

მაყურებლების ინფორმაციისთვის, უნივერსიტეტის ქუჩაზე 4 ივლისს, 16:00 საათიდან შეიზღუდება ავტომობილით გადაადგილება და დაშვებული იქნება მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა პ. ქავთარაძის ქუჩიდან მ. თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით.

გულშემატკივრებს ავტომობილების პარკირება შეეძლებათ მაცხოვრის ამაღლების ეკლესიისა და თსუ-ს ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიებზე.

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე უკვე დაიწყო. მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან 50 ლარამდე.

მე-2 იარუსი – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.

1-ლი იარუსი – 30, 35, 40 და 50 ლარიანი ბილეთები.