საქართველო და კვეკვესკირი ერთა ლიგის საუკეთესოები
საქართველო და კვეკვესკირი ერთა ლიგის საუკეთესოები

„ერთა ლიგის“ ოთხი ტურის სტატისტიკური მონაცემები ცნობილია და შედეგად, საქართველოს ნაკრები რამდენიმე ნომინაციაში გამოჩნდა.

საქართველო გატანილი გოლებით მეოთხე ადგილზეა და ბევრ ევროპულ გრანდს უსწრებს. თუმცა, გასაგებია, რომ ჩვენი და ამ გრანდების მეტოქეები ერთმანეთისგან დონით განსხვავდებიან.

გოლები –

ლუქსემბურგი 10
ესპანეთი 10
შვეიცარია 9
საქართველო 9
მაკედონია 8

ზუსტი გადაცემების სიმრავლით ხუთეულში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი მოხვდა, რომელმაც 274 ზუსტი გადაცემა გააკეთა.

ზუსტი გადაცემები –

სერხიო რამოსი, ესპანეთი 306
რიჩარდ ალმეიდა, აზერბაიჯანი 298
ალექსანდრე ეპურიანუ, მოლდოვა 283
გარა გარაევი, აზერბაიჯანი 276
ნიკა კვეკვესკირი, საქართველო 274