საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა თქვენი გემოვნებით #1TVSPORT
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა თქვენი გემოვნებით #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგა 2022-ის მეხუთე შეხვედრას 23 სექტემბერს გამართავს. მატჩი თბილისში 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).

ყველა პოზიციაზე იმდენი საინტერესო ფეხბურთელია, სასტარტო თერთმეტეულის შერჩევა იოლი არ იქნება.

გთავაზობთ ინტერაქციულ მოედანს, რომელზეც თავად შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენთვის სასურველი ფეხბურთელი. გამოსცადეთ საკუთარი თავი, დაიმახსოვრეთ თქვენი შემადგენლობა და შეადარეთ ვილი სანიოლის ვერსიას, რომელსაც ის უშუალოდ მატჩის წინ გამოაქვეყნებს.