საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია - ფრე პირველი ტაიმის შემდეგ
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია - ფრე პირველი ტაიმის შემდეგ

ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ფრედ დასრულდა.

თბილისში წამოსულმა წვიმამ მოედანი საკმაოდ დაამძიმა და მეტოქეებს ბურთის გაგორება უჭირდათ. მაგრამ ჩვენებმა უპირატესობა მალე მოიპოვეს, მე-12 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი გააკეთა – საჯარიმოში დიდი სისწრაფეზე შევარდნილი ეგზიან ალიოსკიმ წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა ზუსტად შეასრულა 1:0

სტუმრებმა წონასწორობა 33-ე წუთზე მაინც აღდგინეს. მეკარესთან პირისპირ სტეფან რისტოვსკი გავიდა და ზუსტად დაარტყა 1:1.