საქართველო 42:48 ესტონეთი | პირველი ტაიმი
საქართველო 42:48 ესტონეთი | პირველი ტაიმი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო ესტონეთს თბილისის სპორტის სასახლეში მასპინძლობს.

მატჩის პირველ მეოთხედში საქართველოს მცირე უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ანგარიშში დიდი სხვაობით დაწინაურება ვერ მოახერხა. განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდა გუნდის კაპიტანი გიორგი შერმადინი, რომელმაც მხოლოდ პირველ მეოთხედში 11 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ტაიმი 11 ქულით და 7 მოხსნით დაასრულა.

პერიმეტრიდან კარგად ისროდნენ დუდა სანაძე და თად მაკფადენი. მაკფადენმა ექვსიდან სამი სამიანი გამოიყენა, ხოლო სანაძემ კი 16 ქულა და ოთხი ჩაჭრა დააგროვა.

საგულისხმოა, რომ პირველი 14 წუთის შემდეგ ქართველაგან ყველა ქულა ამ სამმა კალათბურთელმა მოაგროვა, დარჩენილ დროში კი მათ 4 ქულით გიორგი ცინცაძე, ხოლო 1 ქულით მიხეილ ბერიშვილი დაეხმარა. მეორე მეოთხედში სტუმრები გააქტიურდნენ და პერიოდის შუაში ანგარიშით – 39:38 დაწინაურდნენ. საბოლოოდ კი სტუმრებმა ტაიმი 48:42 მოიგეს.