საქართველო 34-30 ისრაელი | პირველი ტაიმის შემდეგ
საქართველო 34-30 ისრაელი | პირველი ტაიმის შემდეგ

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ისრაელის საკალათბურთო ნაკრებებს შორის. ამ წუთისთვის გუნდები დიდ შესვენებაზე არიან გასულები და ანგარიში პირველი ტაიმის შემდეგ არის 34-30 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

მატჩის პირველი მეოთხედი დაბალი შედეგიანობით გამოირჩა და სტუმრების გამარჯვებით – 9-11 დასრულდა. სროლები გუნდებს არც შორი და არც საშუალო დისტანციიდან მისდიოდათ და, ამასთანავე, ორივე დაცვა კარგად თამაშობდა.

სიტუაცია მხოლოდ მეორე მეოთხედის შუაწელში გამოსწორდა, როდესაც ჯერ ფაცაციამ, შემდეგ ბითაძემ, შემდეგ მაკფადენმა, შემდეგ კი ცინცაძემ ზედიზედ ოთხი სამქულიანი ჩააგდეს და ჩვენი გუნდი ცხრა ქულით გავიდა წინ. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ტაიმის ბოლოს სიტუაცია გამოასწორეს და ანგარიში ოთხ ქულამდე შეამცირეს. საბოლოოდ პირველი ტაიმი 34-30 დასრულდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.