საქართველო 2022 წელს ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
საქართველო 2022 წელს ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის საბჭოს წევრთა ონლაინ სხდომაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს და 2022 წელს, ჩვენს ქვეყანაში 18 წლამდე ვაჟ ფრენბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. სხდომის მონაწილეებმა განიხილეს 2017 წელს თბილისში გოგონათა შორის ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი და აღნიშნეს ჩვენი ფედერაციის მიერ ორგანიზებული კლასიკური, საპლაჟო და თოვლის ფრენბურთის ღონისძიებების ხარისხი და რაოდენობა.

18 წლამდე ვაჟ ფრენბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების კონკრეტული ადგილი, თარიღები და მონაწილეები ჯერჯერობით უცნობია.