საქართველო 0-0 დანია | პირველი ტაიმის შემდეგ 
საქართველო 0-0 დანია | პირველი ტაიმის შემდეგ 

საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დანიას უპირისპირრდება. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0-ია.

დანიელები მაღალი პრესინგით თამაშობდნენ და ბურთის ფლობაში უპირატესობას ფლობდნენ, საქართველოს ნაკრები კი ფრთხილად, კონტრშეტევებით ცდილობდა მიზნის მიღწევას. პირველი რეალური საგოლე მომენტი სტუმრებმა შექმნეს: 24-ე წუთზე, მარტინ ბრეითვეიდმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, მცველს გაცდა და კარში დაარტყა – მეკარე გიორგი ლორიამ საიმედოდ ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

32-ე წუთზე ისევ ბრეითვეიდმა შეუტია და მასპინძლები ამჯერადაც ლორიამ გადაარჩინა. მე-40 წუთზე დანიელებმა კუთხური გაითამაშეს. შეტევის დაგვირგვინებას თავური დარტყმით ტომას დილეინი ცდილობდა – საქართველოს ნაკრების მეკარემ პოზიცია ზუსტად შეარჩია და ვითარება განმუხტა.

საქართველოს ნაკრებს იერიშის გამწვავების რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ დანიელთა მცველები საიმედოდ თამაშობდნენ და კართან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0-ია.

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფის საქართველოსა და დანიის მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი