საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე მსჯელობენ
საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე მსჯელობენ

საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი იმართება.  ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენების გამო ედავებიან.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სპეციალისტების სახით ისტორიკოსები, როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური გამოიკითხებიან.

ადვოკატების განცხადებით, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს.

სხდომაზე გამოცხადდა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.