საქალაქო სასამართლო მაჩალიკაშვილების ოჯახის ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს
საქალაქო სასამართლო მაჩალიკაშვილების ოჯახის ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მიმდინარეობს. მაჩალიკაშვილები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ. კიდევ ერთი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებაა. საქმის განხილვა მოსარჩელე მხარის სიტყვით გამოსვლით გაგრძელდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა სხდომაზე მათ სახლში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა. ასევე, მედიკო მარგოშვილის განცხადებით, დღემდე საგამოძიებო უწყებას არ წარმოუდგენია ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირს დაადასტურებდა.

მოპასუხე მხარის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართული ბრიფინგებისას უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა. სუს-ი არ ეთანხმება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასაც.