საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შეხვედრას მართავენ

18:12, 04.02.2022

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს.

მხარეებს შორის მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე გაიმართება.

შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებიან – ლევან იოსელიანი, ხათუნა სამნიძე, ფრიდონ ინჯია, ანა ნაცვლიშვილი, ბადრი ჯაფარიძე, ალეკო ელისაშვილი, უმრავლესობიდან კი, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი და ალუდა ღუდუშაური.

მსგავსი