საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კონსულტაციები გაიმართა

19:09, 12.11.2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრა გია ვოლსკის კაბინეტში, დახურულ კარს მიღმა შედგა.

შეხვედრას მმართველი პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, შეხვედრაში მონაწილეობდნენ მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე და ასევე, მაჟორიტარები დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.

ხუნდაძისა და შიოლაშვილის თქმით, თუკი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები არ იქნება გათვალისწინებული და მათ დარჩებათ კითხვები, ისინი არ გამორიცხავენ, რომ უმრავლესობა დატოვონ.

მსგავსი