საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს გაიმართება
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს გაიმართება. პირველი არხის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა 20:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის განხილვა იგეგმება.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა დღეს საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში დაიწყო. ფინანსური დოკუმენტი უკვე განიხილეს საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კორექტირებული ვერსიით, 2018 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდი იზრდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარდა, დაფინანსება სხვა უწყებებსაც ეზრდებათ.