საპარლამენტო უმრავლესობიდან სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლის გამო, სამი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება
საპარლამენტო უმრავლესობიდან სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლის გამო, სამი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება

„ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლის შემდეგ, კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობაზე მათი ჩანაცვლება მოუწევს.

მეათე მოწვევის პარლამენტში სოზარ სუბარი თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობს, დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი სპორტის კომიტეტს.

ვინაიდან, სამივე დეპუტატმა „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა, სამივე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ.