საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად, ანტიკრიზისული ბიუჯეტის დამტკიცებაში „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს
საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად, ანტიკრიზისული ბიუჯეტის დამტკიცებაში „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს

ანტიკრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

​„მიუხედავად იმისა, რომ ვართ პოლიტიკურ ბოიკოტში, ის რაც უკავშირდება პანდემიას და იმ დრამატულ ვითარებას, რაც არის ეკონომიკაში; ჩვენი ოჯახების შიმშილს და სამსახურის დაკარგვის რისკებს ყველასთვის, ამ საკითხებზე ჩვენ ვაპირებთ მონაწილეობას, ყველა ტრიბუნის გამოყენებას.

სამარცხვინოა, მორიგი სიცრუე თქვა ივანიშვილის ხელისუფლებამ. ხარჯების არსებითი შემცირება არ და ვერ ხდება. არ ხდება გადასახადების დაწევა. ასეთი გამოწვევების დროს, „ევროპული საქართველოს“ ყველა მოწოდებაზე, გადასახადების დაწევასთან და საპენსიო დანაზოგების ხალხისთვის დაბრუნების არჩევანის მიცემასთან დაკავშირებით, ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი არგუმენტი და მოვისმინეთ მორიგი სიცრუე, ციფრებშიც და რეალობაშიც.

არ ხდება მთავრობის შემცირება იმ დოზით, რომ მოქალაქეებს და ჩვენს ოჯახებს, ყველას შეუმსუბუქდეს წნეხი ასეთი გამოწვევის დროს და ამაზე გვექნება საუბარი პარლამენტში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.