საომარი მდგომარეობის მიუხედავად, უკრაინა-სლოვენია ზაპოროჟიეში გაიმართება
საომარი მდგომარეობის მიუხედავად, უკრაინა-სლოვენია ზაპოროჟიეში გაიმართება

კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი, უკრაინასა და სლოვენიას შორის გაიმართება ქალაქ ზაპოროჟიეში – მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა. ამის შესახებ უკრაინის კალათბურთის ფედერაცია წერს.

საომარი მდგომარეობა ზაპოროჟიეს ოლქში, ძალაში ოთხშაბათს დილით შევიდა. 27 ნოემბერს, არენა და სასტუმროები, სადაც ნაკრებები იცხოვრებენ და ითამაშებენ, ზაპოროჟიეში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის უსაფრთხოების ისნტრუქტორმა შეამოწმა. მას შეხვედრა ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც. საბოლოოდ, ინსპექციის შედეგებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თამაში, როგორც დაგეგმილი იყო, ზაპოროჟიეში გაიმართება.

მატჩში 29 ნოემბერს შედგება.