„სანტოსმა“ ნეიმართან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
ფრანგული ინტერნეტგამოცემის, FootMercato-ს ჟურნალისტმა, სანტი აუნამ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სანტოსმა“ მოლაპარაკებები დაიწყო ნეიმართან კონტრაქტის გაგრძელებაზე.
წყაროს ცნობით, 33 წლის ფორვარდი აპირებს, ბრაზილიურ კლუბში, მინიმუმ, კიდევ ერთი სეზონი გაატაროს.
ნეიმარი „სანტოსში“ იანვარში დაბრუნდა, როცა „ალ-ჰილალიდან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. მხარეებს შორის მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდეა ძალაში.
ამ სეზონში ნეიმარმა 27 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.