„სანტოსმა“ ნეიმარის ახალი ტრავმის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„სანტოსმა“ ნეიმარის ახალი ტრავმის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„სანტოსმა“ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას (CBF) აცნობა, რომ ნეიმარმა ახალი ტრავმა მიიღო.

გამოცემა O Globo-ს მონაცემებით, ფორვარდმა პარასკევს ვარჯიშის დროს დაზიანების შესახებ დაიჩივლა და მინდორი დატოვა. ფეხბურთელი ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ დარბაზში ვარჯიშობდა და სიარულის დროს ტკივილს გრძნობდა.

ნეიმარს 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია ნაკრებში, როცა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო ურუგვაისთან მატჩში.

ბრაზილია სექტემბერში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ორ შესარჩევ სეხვედრას ჩაატარებს – 4 სექტემბერს ჩილესთან და 9 სექტემბერს ბოლივიასთან.