„სანტოსმა“ და „ალ-ჰილალმა“ ნეიმარის ტრანსფერზე მოილაპარაკეს - გარიგება ამ კვირას გაფორმდება #1TVSPORT
საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდი ნეიმარი კარიერას ბრაზილიურ „სანტოსში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, მხარეებმა მიაღწიეს ზეპირ შეთანხმებას. ამ კვირას ელოდებიან გარიგების საბოლოოდ გაფორმებას.
უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ ნეიმარი მზად არის, დათანხმდეს ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებას „სანტოსში“ თამაშის სანაცვლოდ.
„სანტოსი“ ბრაზილიელი ფეხბურთელის მშობლიური კლუბი გახლავთ.