სანტიაგო ლუნა ალექსანდრე თოფურიას შესახებ – წინა მეტოქეებთან შედარებით, მე გაცილებით მაღალი დონის მებრძოლი ვარ #1TVSPORT
ალექსანდრე თოფურიას მომავალმა მეტოქემ, სანტიაგო ლუნამ ქართველ მებრძოლთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
ლუნას თქმით, თოფურიას წინა მეტოქეებთან შედარებით, მე გაცილებით მაღალი დონის მებრძოლია.
„ალექსანდრე ფიზიკური ძალით ილიასთან ახლოსაც ვერ მივა. მართალია, ცდილობს მას მიბაძოს, თუმცა მძიმე დარტყმები მისი კოზირი ნამდვილად არ არის. ფაქტია, რომ ის უმაღლესი კლასის მწვრთნელია, მაგრამ სხვების მომზადება და ამ ცოდნის ოქტაგონზე პრაქტიკაში გამოყენება ორი სხვადასხვა რამ არის.
მის წინა მეტოქეებთან შედარებით, მე გაცილებით მაღალი დონის მებრძოლი ვარ. საკმარისია ალექსანდრემ ზუსტი დარტყმა მიიღოს, რომ მაშინვე ტყდება და წინააღმდეგობის გაწევის უნარს კარგავს. სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველოდები შანსს, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვიყენო და ყველას ვაჩვენო, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მექსიკური სტილის კრივი“, – ამბობს ლუნა.
ალექსანდრე თოფურია მექსიკელ მეტოქეს 21 ნოემბერს კატარში შეხვდება. ეს ქართველისთვის UFC-ში მესამე ბრძოლა იქნება – წინა ორი დაპირისპირება მისი გამარჯვებით დასრულდა.