„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ნადალისა და ფედერერის მატჩი იგეგმება
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ნადალისა და ფედერერის მატჩი იგეგმება

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას სურს, საჩვენებელი საჩოგბურთო მატჩის ორგანიზება ესპანელ რაფაელ ნადალსა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს შორის. შეხვედრა „რეალის“ საშინაო არენა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება, – წერს ესპანური გამოცემა „ა-ბე-სე“ (ABC).

„სანტიაგო ბერნაბეუ“ 90 ათას მაყურებელს იტევს. თუ ორგანიზატორები შეძლებენ ამგვარი შეხვედრის გამართვას და სტადიონი გაივსება, ეს იქნება საჩოგბურთო მატჩისთვის სარეკორდო აუდიტორია.

საინტერესოა, რომ „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უკვე უამბო ნადალს თავისი გეგმების შესახებ. მატჩის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა წყაროს ინფორმაციით, ის გაიმართება მას შემდეგ, რაც ფედერერი კარიერას დაასრულებს.