სანქტ-პეტერბურგში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე 90-მდე ადამიანი დააკავეს
სანქტ-პეტერბურგში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე 90-მდე ადამიანი დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციების მეექვსე დღე მასობრივი დაკავებებით დასრულდა. სამართალდამცველებმა არასანქცირებულ აქციაზე 90-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა „ფონტანკას“ მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ქმედებების გასაპროტესტებლად ამჯერად 400-მდე ადამიანი გამოვიდა. სანქტ-პეტერბურგში დემონსტრაციები რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან ყოველდღიურად იმართება.

პირველი მარტის აქციაზე დაკავებულებს შორის ერთი ჟურნალისტია.